ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი: შერჩეული მყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი

სალომე ზურაბიშვილი: შერჩეული მყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ჰყავს შერჩეული კანდიდატი პრემიერმინისტრობისთვის, თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვ პირველთან, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.
„[მთავრობა უნდა იყოს] ნდობით აღჭურვილი და არა პოლიტიკოსები და რატომ — იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
კითხვას, თავად თუ არის მზად პრემიერმინისტრობისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დასმულა, მაგრამ „გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია“.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატები მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად, ამომრჩევლისთვის არჩევნებამდევე გახდება ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.