ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს - ეს რუსული სტილის რეჟიმია

სალომე ზურაბიშვილი - შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს - ეს რუსული სტილის რეჟიმია

შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებზე, წამების გამოყენებაზე ყოყმანის გარეშე, სხვა სიტყვებით, ეს რუსული სტილის რეჟიმია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
პრეზიდენტის თქმით, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს.
"ტერორი საქართველოში: 10 დეკემბერი მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების დღეა, მაგრამ საქართველოში ის აღნიშნავს დღეს, როდესაც უფლებები გათელილია.
ეს ისტორიას დარჩება. ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო ან მონაწილეობას მიიღებს, დამახსოვრებული იქნებიან - ნიღბების უკან დამალვის გარეშე.
ქართველი ხალხი არასდროს აპატიებს!
ტერორი საქართველოში: ქვეყანამ არა მხოლოდ დაიწყო ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებზე, წამების გამოყენებაზე ყოყმანის გარეშე. სხვა სიტყვებით, ეს რუსული სტილის რეჟიმია", - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.