ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან

შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.