არქივი7 იანვარი, 2024, 00:31
სალომე ზურაბიშვილი: ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას ქრისტეს შობას ულოცავს.
„ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში X.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.