სალომე ზურაბიშვილი – „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს

„ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ქართული ოცნების“ მმართველობას საერთაშორისო სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს. „რუსულ რეჟიმთან“ კოლაბორაცია ძვირი ჯდება, მაგრამ საკუთარი სინდისით ცხოვრება უფრო ძვირი დაჯდება.
ჩვენ, პრო-ევროპული პარტიების „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ გაერთიანებულები, ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ ახალი არჩევნები გზას გაკაფავს არა შურისძიებისკენ – არამედ აღდგენილი სამართლისკენ და დაცული ინდივიდუალური უფლებებისკენ!” – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”