არქივი8 თებერვალი, 2026, 15:48
სალომე ზურაბიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა დაასრულა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„1918 წელს, დღევანდელ დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა - ქართული განათლებისა და თავისუფალი აზროვნების შუქურა. დღეს, 108 წლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მისი დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციის მოხდენით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.