ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე

სალომე ზურაბიშვილი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. „ქართული ქარტიის“ ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა, დიასპორასთან დაკავშირებული შეზღუდვები და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების პრობლემები განვიხილეთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.