ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ნდობით - „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბერკეტია, რაც ყველა დიქტატორული რეჟიმის ხერხია: „დაყავი და იბატონე“ და ეს არ უნდა დავუშვათ

სალომე ზურაბიშვილი - უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ნდობით - „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბერკეტია, რაც ყველა დიქტატორული რეჟიმის ხერხია: „დაყავი და იბატონე“ და ეს არ უნდა დავუშვათ

უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტიების ნდობით - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს, რაც არ უნდა დავუშვათ.
“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა - “ქართული ოცნების”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი - დაყავი და იბატონე - და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.