სალომე ზურაბიშვილი - სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე

სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშნველოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. ძლიერი ნაბიჯი ევროპულ, უფლებებზე ფოკუსირებული მომავლისკენ,” - წერს ზურაბიშვილი.
გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რისი საფუძველიც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნა გახდა. 5 სექტემბერს, სომხეთის სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასულ წელს დამნაშავედ ცნო, რუსეთის თანახმად, მას ბრალადება ედება უკრაინაში "დაქირავებული მებრძოლობა“ .
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.