სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად

არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა რეალური, რომ რუსეთი საქართველოში არჩევნების შედეგებში ჩაერევა.
„ყველა ეს თეორია თეორიაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი და ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება. ვიდეოები, რასაც უშვებენ იმის შესახებ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს, ომი იქნება; რუსეთი ჩაერევა, დაშინების ტაქტიკაა არჩევნების წინ, ასევე, ზეწოლის განხორციელების მცდელობა ამომრჩეველზე. არცერთი ქვეყანა, რომელსაც ეტყვი: „ომის არ გეშინია“? არ გეტყვის – „არ მეშინია“.
არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა