არქივი26 ივნისი, 2024, 22:56
სალომე ზურაბიშვილი საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.