ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ მის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, რეპრესიული კანონები

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ მის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, რეპრესიული კანონები

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, საქართველოშიც, რუსეთის მსგავსად, ხდება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, ე.წ. გონგოების [მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების] შექმნა.
„პოლიტიკური თვითმკვლელობები და განდგომები, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, გონგოებისა და მათი სატელიტების შექმნა, იგივე რეპრესიული კანონები!“- წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.