სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება - ჯო უილსონი

"სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. მივესალმები მის გამბედაობას - ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს მარიონეტული პრეზიდენტი დაუსვას. ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს,- წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ავტორი, ჯო უილსონი X-ზე.
უცხოელი ლიდერებიდან მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას მხოლოდ ალიევი, ფაშინიანი და ლუკაშენკო ულოცავენ. დასავლელი პოლიტიკოსები ყაველაშვილს საქართველოს პრეიდენტად არ სცნობენ.
ქვეყნების სია, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა ასე გამოიყურება:
· ყაზახეთი - ნურსულთან ნაზარბაევი (1991; 1995)
· თურქმენეთი - საფარმურატ ნიაზოვი (1992)
· ერაყი - სადამ ჰუსეინი (1995;2002)
· სირია - ბაშარ ალ ასადი (2000; 2007)
· ჩრდ.კორეა - კიმ ჩენ ინი (2019)
· საქართველო - მიხეილ ყაველაშვილი (2024)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.