სალომე ზურაბიშვილი – სასამართლო სისტემას სრული რეფორმა ესაჭიროება

სასამართლო სისტემას სრული რეფორმა ესაჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სრული რეფორმა. სრული რეფორმა, რომელიც შეესაბამება „ქართულ ქარტიას“, რომელსაც ახლა ყველა პროევროპულმა პარტიამ მოაწერა ხელი, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, მომავალ თვეში, მართლაც დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ღრმა რეფორმა. მე საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტი გამომიცხადა, თუმცა სამი მოსამართლე არ დაეთანხმა, რაც იმედის საფუძველს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს და ძალიან სწრაფად. ვფიქრობ, რომ ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკელ პარტნიორებთან ევროკავშირთან დაახლოების მთელი პროცესი სწრაფად უნდა განვაახლოთ, ასევე, წვრთნები უნდა განახლდეს, რომელიც შეჩერებულია. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და იმედი მაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიან სასამართლო პროცესს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი არსებობს, რაც საქართველოს სასამართლოებში შეიძლება სამართლიანი იყოს.
„სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბევრი სასამართლო პროცესია, არ არის მხოლოდ ერთი სასამართლო. არაფერი არსებობს, რაც შეიძლება დღეს საქართველოს სასამართლოებში სამართლიანი იყოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს