ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ვრცლად და ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს - გაიგებთ დროულად

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ვრცლად და ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს - გაიგებთ დროულად

საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
აღნიშნულის მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი.
„ამის დრო მოვა... არაერთი საჯარო სიტყვა მექნება და საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. გაიგებთ დროულად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.