ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს პირდაპირ გამოცდას წარმოადგენს

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს პირდაპირ გამოცდას წარმოადგენს

რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს პირდაპირ გამოცდას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ევროპელების, ამერიკელებისა და ნატო-ს რეაქციის პირდაპირ გამოცდას და ასევე, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის შეჩერება მხოლოდ ძლიერი ნებითა და ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. საქართველო ჩვენი პოლონელი მეგობრების გვერდით დგას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.