ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - რუმინეთის პრეზიდენტს საგანგაშო სიმართლე გადავეცი: საქართველოში არჩევნების მანიპულირება მოხდა და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს

სალომე ზურაბიშვილი - რუმინეთის პრეზიდენტს საგანგაშო სიმართლე გადავეცი: საქართველოში არჩევნების მანიპულირება მოხდა და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს

რუმინეთის პრეზიდენტს საგანგაშო სიმართლე გადავეცი: საქართველოში არჩევნების მანიპულირება მოხდა და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტ, ნიკუშორ დანთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა [მქონდა] რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან. საგანგაშო სიმართლე გადავეცი: არჩევნების მანიპულირება მოხდა, თავისუფლებების ჩახშობა ხდება და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. საქართველოს ევროპული გზა დაცული უნდა იქნას ევროკავშირის მიერ. სასწორზეა შავი ზღვის სტრატეგია“, - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.