სალომე ზურაბიშვილი – რამდენი გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს? – რუსეთი უგულებელყოფს და პროვოცირებს დემოკრატიულ სამყაროს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიულ სამყაროს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი პროვოცირებს დემოკრატიულ სამყაროს უკრაინაში, ახლა უკვე პოლონეთსა და ესტონეთში. მისი განცხადებით, რუსეთი უგულებელყოფს მას მათ შორის კიბერშეტევებით ყველგან, ასევე, საარჩევნო პროცესებში ჩარევით, ჰიბრიდული ომით საქართველოში.
“რამდენი გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს?! რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს და პროვოცირებს დემოკრატიულ სამყაროს უკრაინაში, მაგრამ ასევე ახლა უკვე პოლონეთსა და ესტონეთში – კიბერშეტევები ყველგან, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, პროპაგანდისტული ომი, ჰიბრიდული ომი საქართველოში… დროა, მოქმედების!”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა