სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებით მშვიდობიან მომავალს უსურვებს.
„ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ და გისურვებთ ძალას და მშვიდობიან მომავალს ღირსებით, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემით“, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია