არქივი2 იანვარი, 2025, 16:54
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს განგრძობად მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ვალდებულებისთვის ევროპული ფასეულობებისა და განვითარების მიმართ”, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრი ქვეყნები ერთმანეთს, როტაციის პრინციპით, 6-თვიანი ვადით ენაცვლებიან. 1 იანვრამდე, მორიგე თავმჯდომარის ფუნქციას უნგრეთი ასრულებდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.