სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას - რუსული ტიპის „სამართლიანობა“

პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენების გამოტანას პარალელური სასამართლო პროცესების სერიაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, მოსამართლეებს პოლიტიკურმა ლიდერებისგან დავალება საჯაროდ აქვთ მიცემული.
„არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამაჯერებელი ბრალდება და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება. რუსული ტიპის „სამართლიანობა“! - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესს ესწრება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.