არქივი12 დეკემბერი, 2024, 13:23
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს.
როგორც ცნობილია, მანამდე, ევროპარლამენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ, კერძოდ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.