ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზდ წერს.
მისივე თქმით, ასევე, საინტერესოა, “რა ითქმის მათზეც, ვინც მორჩილად იმეორებს ამ უაზრობებს”.
“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ”,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ეხმაურება კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით თქვა, რომ "ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა - ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა".

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.