ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“ – დავით ქართველიშვილი

ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ მიუნხენის კონფერენციაში ზურაბიშვილის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას.
„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ასრულებს დავალებებს და რა აქვს მოტივაცია დავალების შესრულებისას – შეიძლება ეს იყოს მისი ოჯახის წევრების სარფიანად დასაქმება, თუ 2003-2004 წლებში მიღებული დავალების ამ ეტაპზე შესრულება, დავინახავთ რამდენიმე თვეში.
მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა იმ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების, რომელმაც მას უთხრა, შენ საქართველოს ე.წ პრეზიდენტო, რომელსაც ფიცი გაქვს დადებული ქვეყნის კონსტიტუციაზე, არ სცემ პატივს ამ კონსტიტუციას და არღვევ მას.
– ვარღვევ პასუხობს სალომე ზურაბიშვილი და უკვე მერამდენედ დემონსტრაციულად მიდის იქ, სადაც ფუნქციონალურად, კონსტიტუციით არაფერი ესაქმება. წავიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ „კარტინკას“ კიდევ ერთი პაზლი შემატოს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს