არქივი23 ივნისი, 2025, 15:08
სალომე ზურაბიშვილი - მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძი - რუსეთი-კავკასია-ირანი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფოდ უნდა მიაქციონ ყურადღება საქართველოს, მაღალი დონის გეოპოლიტიკური საკითხია.
„მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფოდ უნდა მიაქციონ ყურადღება საქართველოს, არა მხოლოდ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ევროპული მომავალია. ეს ძალიან გეოპოლიტიკურია: მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძი - რუსეთი-კავკასია-ირანი, რომელიც გააკონტროლებს შავ და კასპიის ზღვებს. SOS“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.