სალომე ზურაბიშვილი – მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია – არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი განაცხადა.
„ეს არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე, არა მხოლოდ მან, არამედ შევარდნაძემაც. ის იყო პირველი, ვინც გახსნა ჭიშკარი. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: “მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდეგ ცოტა ავტოკრატიულად გადაქცევის ტენდენცია აქვთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად