ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - მზია ამაღლობელის ადვოკატი კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა - ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა”

სალომე ზურაბიშვილი - მზია ამაღლობელის ადვოკატი კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა - ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა”

ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი, ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა” , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვრცელდება „ერთმანეთთან შეუსაბამო სიცრუეები“.
„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.
ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი...
ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.