არქივი15 თებერვალი, 2025, 18:08
სალომე ზურაბიშვილი - მაია სანდუსთან „ქართული ოცნების“ რეჟიმის მზარდი რეპრესიები განვიხილე

მაია სანდუსთან „ქართული ოცნების“ რეჟიმის მზარდი რეპრესიები განვიხილე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან „ქართული ოცნების“ რეჟიმის მზარდი რეპრესიები, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა და ევროკავშირის წინაშე მისი გამოწვევები განვიხილე. ხაზი გავუსვი მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად სასწრაფო ზომების მიღებას. თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლაში მისი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.