არქივი21 დეკემბერი, 2024, 10:09
სალომე ზურაბიშვილი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა

მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა საშინელი შეტევაა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.