სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმში გამოსვლისას – რუსული კოშმარი ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში

საქართველოს ხელისუფლება იწყებს ქვეყნის დაბრუნებას რუსეთის ბატონობისკენ და მართვის რუსული მოდელისკენ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კრიზისი მწვავდება და ქვეყანა ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას.
„საქართველოში კრიზისი მწვავდება. არჩევნების გაყალბების გარდა, პოლიტიკური კრიზისის გარდა, სადაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგებს, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ განსხვავებულ გამოწვევას, რომლის კვალიფიცირება შეიძლება მხოლოდ როგორც ეგზისტენციალური გამოწვევა. მმართველმა პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა თავდაპირველად ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, რადგან ის მოვიდა ხელისუფლებაში პრო-ევროპული პროგრამით, დემოკრატიული რეფორმების პროგრამით, გადაწყვიტა გასული წლის 28 ნოემბერს, ზურგი ექცია საკუთარი დაპირებებისთვის, რომელიც გაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში, ზურგი ექცია ერის გამოხატული ნებისთვის საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდეს და ქართველი ხალხის ყველა მოლოდინისა და მისწრაფების წინააღმდეგ იწყებს საქართველოს დაბრუნება რუსეთის ბატონობისკენ და ქვეყნის მართვის რუსული მოდელისკენ. რუსული კოშმარი, რომელიც ისტორიის ნაწილი გვეგონა ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა