სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას თავისუფლების დამცველთა დღეს ულოცავს

1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„საქართველო ყოველთვის გრძნობს ლიეტუვის ძლიერ მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ლიეტუვა 13 იანვარს თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავს. 1991 წელს, 11-13 იანვარს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.