ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში მივიდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა. პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.