სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის შეწყალებას აპირებს.
“გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას. ასე რომ, ვერავინ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები.
გადაწყვეტილება არის მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე ვერაფერს გადავწყვეტდი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.