არქივი16 აპრილი, 2025, 23:36
სალომე ზურაბიშვილი - კულტურას რომ ახრჩობ, სინამდვილეში, ქვეყანას კლავ!

კულტურას რომ ახრჩობ, სინამდვილეში, ქვეყანას კლავ!” - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორს სოლიდარობა გამოუცხადა.
“კულტურას რომ ახრჩობ, სინამდვილეში, ქვეყანას კლავ! სოლიდარობა დოიაშვილს!
სოლიდარობა ყველას, ვინც თავისუფალ შემოქმედებას იცავს”, - დაწერა ზურაბიშვილმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.