სალომე ზურაბიშვილი – კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს, ასე რომ ოპოზიციას ვთავაზობ, ტექნიკური მთავრობა შექმნან

ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ. მე მათ ვთავაზობ, ტექნიკური მთავრობა შექმნან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა: „არჩევნების შემდეგ თქვენ კვლავ გექნებათ ინსტიტუციური როლი მთავრობის შემადგენლობაში. უკვე გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ კოალიცია საკმაოდ ფრაგმენტულ ოპოზიციასთან?“
„მე მაქვს იდეა, რომელიც არ ეხება შემადგენლობას. პარტიებს, როგორც ვთქვი, საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ, გარდა მათი ევროპული პროგრამისა. სწრაფი ტემპებით გაგრძელება საკმაოდ რთული იქნება და კოალიციურ მთავრობებს მიჩვეული არ ვართ. ამიტომ, მე ვთავაზობ მათ შექმნან ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მხარდაჭერაზე (ბრიუსელთან) მოლაპარაკებების დაწყებამდე. პროგრამა კარგად არის ცნობილი. ეს არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სხვადასხვა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს პირველი პერიოდის საგზაო რუკა, დრო იმისთვის, რომ ეს პარტიები დაფიქრდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორი იქნება კოალიციური მთავრობა ამ პერიოდის ბოლოს.
„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სტაბილური გარდამავალი ფორმულა. კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს, გარდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა. ასე რომ, ამაზე გულდასმით დაფიქრებაა საჭირო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს