არქივი19 აპრილი, 2025, 21:05
სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას - ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს

ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც სტუდენტებისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
ისინი ცოტა ხანში მსვლელობას გეგმავენ გმირთა მოედნისკენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.