ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - თურმე გადაიდო ნაძვის ხის ანთება - მგონი, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან

სალომე ზურაბიშვილი - თურმე გადაიდო ნაძვის ხის ანთება - მგონი, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან

თურმე გადაიდო ამ საღამოს ამ ნაძვის ხის ანთება. მე მგონია, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან. მინდა, გისურვოთ მშვიდობიანი საღამო. არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, დღეს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადაიდო.
„ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ, ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით ერთად და მე ვარ თქვენთან ერთად იმიტომ, რომ აქ, არც ერთ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემ გულში”, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მყოფ მოქალაქეებს.
საპასუხოდ ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა შეძახილები: „მადლობა“, „საქართველოს პრეზიდენტს გაუმარჯოს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.