სალომე ზურაბიშვილი - თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!

თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროსადგურ „რუსთაველიდან“, რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი მგზავრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, ასევე, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აღნიშნული ორი პირი მეტრო "რუსთაველის" ესკალატორზე უცნობ ადამიანებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.