– თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს – მთავრობის დაკომპლექტების პროცესი კი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით

თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები რეალურად რეფერენდუმი იქნება, სადაც უნდა ვუპასუხოთ კიტხვას: „გვინდა თუ არა ევროპა“?
„საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით, რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე,რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება.
დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ ძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას, ე.ი. ევროპულ მომავალს“, – განახადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა არ იქნება დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ შერჩეული იქნებიან პროფესიონალიზმის მიხედვით.
„ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა