– ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!

საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და წერს, რომ „ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა“.
სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელებს მადლობას უხდის.
„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩი ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გაგრელი: თუ რობიკო სტურუას პორნო ვეფხისტყაოსნის მხოლოდ განათებისთვის 800 000 ლარი გაქვთ და კანიე ვესტის ჩამოყვანის ფული გაქვთ და თბილისის საახალწლო განათებისთვის 5.5 მილიონი გაქვთ…

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი