ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ

სალომე ზურაბიშვილი - ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს. მადლობელი ვარ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.
პრესსამსახურის თანახმად, მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.