არქივი21 დეკემბერი, 2024, 00:40
სალომე ზურაბიშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნაზე - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს

მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.
„მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.