სალომე ზურაბიშვილი: ეს “ოცნება” ოცნებისტების აღარაა, მედროვეების, მტაცებლების თუ მონების კოშმარია!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა ! ეს ოცნება ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა !
მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა, ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოდ ვერ თუ არ დაყენების.
ერთად გამოვასწორებთ და ერთად შევძლებთ!” 

დღეს პარტია “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა. 2012 წლის 21 აპრილს, იუსტიციის სახლში ქართული ოცნება პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ