სალომე ზურაბიშვილი – ეს ე.წ. მთავრობაა, ვინაიდან სრულიად გაყალბდა – ასე რომ, პარლამენტი არ არის ვალიდური, არც მთავრობა

საკმარისია რუსეთის განცხადებებს შეხვედოთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ულოცავენ. ისინი მათ ულოცავენ იმ გადახვევას, რომელიც გააკეთეს და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ე.წ. მთავრობაა – ვინაიდან სრულიად გაყალბდა, იყო არჩევნების სისტემური მოპარვა – ასე რომ პარლამენტი არ არის ვალიდური, არც მთავრობა.
ეს ქვეყანა სტაბილურად მიდიოდა ევროპული ინტეგრაციისკენ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი გასულ დეკემბერს და ამა წლის თებერვლიდან რუსული კანონით დაწყებული და რიგი ზომებით, მაშინდელმა მთავრობამ დაიწყო ევროკავშირის მიმართულებისგან, ორიენტაციისგან გადახვევა, რაც ქართველებს ყოველთვის უნდოდათ რაც კი თავი ახსოვთ და დაიწყო რუსეთისკენ მიხვევა.
საკმარისია რუსეთის განცხადებებს შევხედოთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ულოცავენ, რასაც ახლა „ქართულ კოშმარს“ ვეძახით. ისინი მათ ულოცავენ იმ გადახვევას, რომელიც გააკეთეს და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის.
ასე რომ, მოსახლეობის წინააღმდეგობა ამ რადიკალური გადახვევის წინააღმდეგაა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ევრო-ატლანტიკურ გზაზე ამბობს და ყველა ინსტიტუტს მოსთხოვს ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველომ ამ გზაზე წინ წაიწიოს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ