ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - ევროპას უნდა მივცეთ ხმა

ევროპას უნდა მივცეთ ხმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ ვინაა ქართველი ხალხის არჩევანში არაევროპული.
ზურაბიშვილის თქმით, „ამას ვნახავთ და შეიძლება, არავინაც არ არის“.
„არ ვიცი, ვნახავთ. შეიძლება არავინ არ არის, ვნახოთ, ევროპას უნდა მივცეთ ხმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის მიერ, კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, თუ ვინაა "არაევროპა", ზურაბიშვილმა პარტია „ხალხის ძალა“ დაასახელა.
„რა ვიცი, ხალხის ძალა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.