არქივი30 იანვარი, 2025, 15:55
სალომე ზურაბიშვილი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა - დღეს, მარიონეტმა პრეზიდენტმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის სახელგატეხილი „ხარება“ დააჯილდოვა

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა - დღეს, მარიონეტმა პრეზიდენტმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები დააჯილდოვა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა და დღეს მარიონეტმა პრეზიდენტმა შსს-ს მთავარი სანქცირებული პირები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის სახელგატეხილი „ხარება“, დააჯილდოვა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.