– ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახალხო სიხარულის დღე იყო! – მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს

მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი იხსენებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახალხო სიხარულის დღე იყო.
„ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს კონსენსუსის, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე იყო! ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს