არქივი15 თებერვალი, 2025, 11:23
სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ასევე რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტებსა და პრემიერებს შეხვდება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.
დღეს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება მოლდოვას, ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან.
დღესვე სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს. დაგეგმილია მე-5 პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.