პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი დღეს, ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ბათუმში აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების” დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის “ბათუმელების” რედაქციას ეწვევა, სადაც 16:00 საათზე მისი ინტერვიუ შედგება.
შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს მიმართავს, რის შემდეგაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.