არქივი4 ივლისი, 2025, 18:39
სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე მადლობას უხდის აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის.
“აშშ ყოველთვის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სამართლის მხარეს იდგა - და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტისთვისა და დემოკრატიისთვის ჩვენს ბრძოლაში. ამ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს და მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.